Belive

მამუკა ჯუღელი: "ყველაფერი ნაპოლის პრეზიდენტზეა დამოკიდებული"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუ ჩაწერა. მამუკა ჯუღელმა, 23 წლის ქართველი შემტევის პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტსა და მამუკა ჯუღელს შორის დიალოგი ასეთი შინაარსის იყო:

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ გწყინთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს. რას გააკეთებთ საამისოდ?

მამუკა ჯუღელი: ამისთვის აუცილებელია, რომ გუნდმა ჩემპიონატი მოიგოს.

ჟურნალისტი: ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩება?

მამუკა ჯუღელი: მე ჩემპიონატის მოგება მინდა. რაც შეეხება კონტრაქტს, ყველაფერი პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუ კონტრაქტის გახანგრძლივებას გადაწყვეტენ, ის დარჩება. თუ მისი კონტრაქტის გასხვისებას გადაწყვეტენ, ასეც იქნება.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, იტალიის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონი გუნდის ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობენ და საამისოდ განახლებულ ხელშეკრულებას, გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ.

სხვა სტატიები