ტენ ჰააგი: "საშინელი პერიოდი გვაქვს, თუმცა საუკეთესოები დავბრუნდებით..."
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის 53 წლის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა - ერიკ ტენ ჰააგმა, "გალათასარაისთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება, ისინი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-10 ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველი 2 ტურის შემდეგ ჯგუფში 0 ქულით იმყოფებიან.
"ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, მოკლედ რომ ვთქვა კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამის მიზეზი ისიც არის, რომ 12 ფეხბურთელი გვაკლია ტრავმების გამო, თუმცა ეს გამართლება არ არის.
ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოვიგეთ, ეგეც 1 თასზე და 1 პრემიერ ლიგაში "ბარნლის" წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით 0:1.
მე მესმის მანჩესტერის გულშემატკივრების უკმაყოფილების, ისიც მესმის, რომ უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, თუმცა ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და პირობას ვდებ, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დიდებული პერიოდი დადგეს..." - ერიკ ტენ ჰააგი
დღეს ბრიტანეთის დროით 11:00 საათზე დირექტორთა საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც კრიზისიდან გამოსვლის შედეგები განიხილონ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერიკ ტენ ჰააგს გარკვეულ დროს მისცემენ იმისათვის, რომ კლუბი კრიზისიდან გამოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დათხოვილი იქნება აღნიშნული თანამდებობიდან.