Belive

პეპ გვარდიოლა: "ამ სეზონში ძველი სიტი ვერ დაბრუნდება - ჩვენი მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა..."

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და არაერთი საინტერესო რამ თქვა.

“ამ სეზონში ჩვენ ვერ ვიქნებით ძველი მანჩესტერ სიტი. ძველი გუნდი ძალიან კარგი იყო... მაგრამ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ისეთი, როგორიც ვიყავით.

მიმდინარე სეზონში, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება და ეს იქნება მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც წელს ჩვენ შეგვიძლია.

ბევრი პრობლემაა, როგორც ტრავმების, ასევე მენტალური კუთხით და ამ ყველაფერს აუციელბლად გამოვასწორებ..." - პეპ გვარდიოლა

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ასოციაციის თასის მოსაგებად იბრძვის. პეპის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალიდან გამოვარდნენ, პრემიერ ლიგაში კი 47 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან.

სხვა სტატიები