Belive

"კვარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთს იმსახურებს" - დემბელე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა ოქროს ბურთის კამპანია როგორც ჩანს უკვე დაიწყო და ეს ლიგა 1-ის ბოლოდროინდელ ინტერვიუზეც აისახა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე მონაწილეობდნენ.

ქართველმა ფეხბურთელმა პრიზის მთავარ ფავორიტად დემბელე დაასახელა, ხოლო თავად უსმანმა კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია დემბელეზე:

უსმანის თამაშის სტილი, ის, თუ როგორ ეხმარება და უძღვება გუნდს ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი პიროვნული თვისებებიც კი საოცარია. უბრალოდ ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენს გუნდშია. - ხვიჩა კვარაცხელია

თავის მხრივ, დემბელემ ნათლად დაუჭირა მხარი კვარას:

ძალიან გამიხარდება თუ ის მოიგებს, რადგან ის ამას იმსახურებს. მან გამორჩეული სეზონი ჩაატარა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას. - უსმან დემბელე

სხვა სტატიები