"კვარა კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ფეხბურთელი" - იურგენ კლოპი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, "ლივერპულისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ "ენფილდზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
- ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ლივერპულთან | VIDEO
- რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო – კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა!
- CNN: “ისინი კვარაში მარადონას ხედავენ”
მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის მიუხედავად, ნეაპოლიტანელებმა A-ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს და ასპარეზობას პლეი-ოფში განაგრძობენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში კიდევ ერთი განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა. კვარა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რიგ ეპიზოდებში დაჯაბნა. ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა ოფსაიდის გამო გოლი გაუქმდა.
კვარაცხელიას ბრწყინვალე პერფორმანსი უყურადღებოდ არც იურგენ კლოპს დარჩენია, რომელმაც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კვარასა და ტრენტზე ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ის კარგი ფეხბურთელია - ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ამიტომ რთულია რომელიმეს გამორჩევა. ვიცი, რომ ისაუბრებთ რამდენიმე ეპიზოდის შესახებ, როცა ტრენტი მის წინააღმდეგ დასწრებაზე გაისარჯა. გეტყვით, რომ კვარა კარგი ბიჭია და ძალიან კარგი ფეხბურთელი. ის სწრაფია და როდესაც მოძრაობას იწყებს, მის წინ უნდა იყო - წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთი მცველის დახმარება დაგჭირდება. კვარას შეუძლია როგორც ფლანგზე თამაში, ისე უკან დახევა და ცენტრში გადასვლა. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრენტმა მის წინააღმდეგ კარგად ითამაშა", - იურგენ კლოპი.
📺 Jurgen Klopp on Trent Alexander-Arnold’s battle with Khvicha Kvaratskhelia:
— Anfield Watch (@AnfieldWatch) November 2, 2022
“I know people will talk about one or two situations when Trent tried to be in front of him and the ball goes through. But he is really good.” 🔴 pic.twitter.com/9I1b0gkH1l