"დე ლაურენტისი იგორ ტუდორს დღეს შეხვდება" - ფაბრიციო რომანო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, "ნაპოლი" "ემპოლის" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ვიქტორ კოვალენკომ 91-ე წუთზე გაიტანა.
მატჩის დასრულებისთანავე რუდი გარსია კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და იტალიურმა მედია საშუალებებმა დაიწყეს სპეკულირება იმის შესახებ, რომ ფრანგ სპეციალისტს ნეაპოლიტანური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაატოვებინებენ.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსიას შემცვლელი უკვე შეარჩია. წყაროს მტკიცებით, იგორ ტუდორისა და დე ლაურენტისის შეხვედრა 13 ნოემბერს შედგება, რათა მხარეებმა ანაზღაურება და კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ.