Belive

"კვარა ის ბიჭია, რომელიც პსჟ-ს ახალ საფეხურზე აიყვანს" - პარიზელი ფანები ხვიჩას თამაშით კმაყოფილნი არიან

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ საღამოს "პსჟ-მ" "ლივერპული" პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ქართველი შემტევის თამაში ფანებმა ასე შეაფასეს

ხვიჩა ნამდვილი ფენომენია. კვარა, დემბო, ბარკოლა და დუე გუნდს ბევრ წარმატებას მოუტანენ.

ლიონელ მესის, კილიან მბაპეს და ნეიმარის დრო წავიდა. კვარა და დემბელე "პსჟ-ს" ახალი განზომილებისკენ მიაქანებენ.

ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ერთი სეზონის მოვლენა არ იყო.

არასდროს მინახავს მოთამაშე, რომელიც ჩახვეულს ასე ძლიერად ურტყამს.

პოზიციების დაზღვევაში და მცველების დახმარებაში კვარა საუკეთესო იყო.

კვარა ის ბიჭია, რომელიც "პსჟ-ს" ახალ საფეხურზე აიყვანს. - წერენ გულშემატკივრები

ლუის ენრიკეს გუნდი შემდეგ ეტაპზე "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" შორის გამარჯვებულს შედგება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ინგლისელებმა პირველი მატჩი 3:1 მოიგეს.

სხვა სტატიები