Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება ტოტენჰემთან მატჩში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე სეზონი გახსნეს. ჩვენებიდან ევრო სარბიელზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოვიდა. მისი ვილიარეალი გასვლაზე ტოტენჰემს ეთამაშებოდა, სადაც 1:0 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ მატჩი სრულად ითამაშა. ქართველმა 90 წუთში ვერც გოლი მიითვალა და ვერც საგოლე გადაცემა. "ყვითელი წყალქვეშა გემის" ცხრიანი ბურთს 19-ჯერ შეეხო და 10 ზუსტი გადაცემაც შეასრულა

მიქაუტაძემ სხვადასხვა შეფასებები გაიმსახურა. Sofascore - 6.8, WhoScored - 6.2, Flashscore - 6.3.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი მატჩი ვილიარეალს ლა ლიგაში ოსასუნას წინააღმდეგ ელის. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მიქაუტაძე მომავალ ტურში იუვენტუსს ხვდება.

სხვა სტატიები