არაბების მთავარი სამიზნე ბრუნოა - ალ ჰილალის სუპერშეთავაზება ბრუნო ფერნანდეშს
ბრიტანულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ ჰილალის" მთავარი მიზანია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პორტუგალიელი ფეხბურთელი - ბრუნო ფერნანდეში დაიმატოს.
ჯერჯერობით, ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი კონკრეტული თანხა, თუ რა ხელფასს გადაუხდიან ბრუნოს, თუმცა როგორც იწერება, თუ ბრუნო გადაწყვეტს და საუდის არაბეთს მიაშურებს, ხელფასის სახით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომლის წლიური ანაზღაურებაც €200 მილიონ ევროს აღემატება.
🚨🇸🇦 Al Hilal have genuine interest in Bruno Fernandes as one of their top targets this summer.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 5, 2025
Man United see Bruno as crucial player, same for Rúben Amorim — no talks have started between clubs, no bid or club to club approach.
Man Utd insist on clear plan to keep Bruno. pic.twitter.com/s1bq2mJbE6
თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ESPN-ის წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ ზაფხულს კლუბის კაპიტან ბრუნო ფერნანდეშთან დაკავშირებით ნებისმიერ შეთავაზებას უარყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ღიაა პირველი გუნდის მოთამაშეთა უმეტესობის შეთავაზებისთვის, ფერნანდეში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგან, რომლებიც ხელშეუხებლად მიიჩნევიან.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი და 18 საგოლე გადაცემა შესრულებული და ის კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.