კრემონეზესა და ნაპოლის მატჩში ლუკა ლოჩოშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში არიან
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-9 ტურში ,,კრემონეზე'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი - ლუკა ლოჩოშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, ითამაშებს.
,,კრემონეზეს'' ძირითადი შემადგენლობა:
რადუ, ასკასიბარი, ვალერი, ბიანკეტი, სერნიკოლა, ლოჩოშვილი, ფელიქსი, მეიტე, კუალიატა, დესერსი, ძანიმაკია.
,,ნაპოლის'' ძირითადი შემადგენლობა:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ნდომბელე, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.
8 ტურის შემდეგ, ,,კრემონეზე'' 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზეა, ,,ნაპოლი'' კი 20 ქულით მეორე ადგილს იკავებს (21 ქულა აქვს პირველადგილოსან ,,ატალანტას'', რომლის ანგარიშზე ერთით მეტი მატჩია).