Belive

კოსტაკურტა: "ნაპოლი ევროპის საუკეთესო კლუბია, კვარაცხელია კი აღმოჩენა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მილანისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ - ალესანდრო კოსტაკურტამ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელია შესახებ ისაუბრა.

"არ მინდა ვინმეს რამე ვაწყენინო, მაგრამ მიდგომისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით, ახლა ნაპოლი ევროპაში ყველაზე ძლიერი კლუბია.

ამ მომენტისთვის ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე "მანჩესტერ სიტი" და ყველა სხვა. ევროპის უძლიერეს გუნდებს ჯერ არ გამოუჩენიათ საკუთარი ძალები ჩემპიონატებში, მაგრამ ნაპოლი ყველაფერს იდეალურად აკეთებს და თუ ასე გააგრძელებენ, მალევე გაიფორმებენ სკუდეტოს ნანატრ ტიტულს".

კოსტაკურტამ "ნაპოლის" მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შემდეგნაირად გამოეხმაურა

"ეს ბიჭი ისე აღმოაჩინეს, როგორც 6 კილოგრამიანი ტრიუფელი. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და არ ვიცი საერთოდ საიდან მოვიდა ნეაპოლურ კლუბში. სად იყო ეს ექვსი თვის წინ და როგორ გააკეთა ამხელა ნახტომი?".

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო კოსტაკურტა მილანში 1986 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა, ამ პერიოდში მან 458 მატჩის ჩატარება შეძლო. იტალიის ნაკრებში კი ბოლოს 1998 წელს ითამაშა, 8 წლიან სანაკრებო კარიერაში მას 59 მატჩი დაუგროვდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ნაპოლი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები