ჩელსის ახალი კაპიტანი რის ჯეიმსი იქნება
სესარ ასპილიკუეტას კლუბიდან წასვლის შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" ახალი კაპიტანი, 23 წლის - რის ჯეიმსი იქნება.
ინფორმაცია ჩელსიმ სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ამ დიდებული ამბის შემდეგ, რის ჯეიმსმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მისთვის ეს წოდება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.
"23 წლის ასაკში იყო ჩელსის კაპიტანი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემთვის ამ დიდებული კლუბის სამკლაურის ტარება ძალიან საამაყოა და დიდი პატივია.
გულით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უდიდეს ამბავში დამეხმარა და ასევე იმათ, ვინც მე მენდო...
ეს როლი ჩემთვის ახალია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი კლუბი იქამდე მივიყვანო, სადაც ჩვენ ადგილია. იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ ტიტულებს მოვიგებთ.
შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე."
- რის ჯეიმსი
რის ჯეიმსი სწორედ ლონდონური კლუბის აღზრდილია და იგი 5 წლის ასაკიდან ფეხბურთს "ჩელსიში" თამაშობდა. პროფესიონალური კონტრაქტი კი 16 წლის ასაკში დაუდეს, მას შემდეგ იგი "არისტოკრატების" ღირსებას იცავს.
რის ჯეიმსმა პირველი ოფიციალური მატჩი 2019/2020 წლების სეზონში ჩაატარა, მას შემდეგ კი კლუბის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა. მან დღემდე ლონდური კლუბის მაისურით 147 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც 11 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რის ჯეიმსს ინგლისის ყველა ასაკობრივ კლუბში აქვს ნათამაშები, ახლა კი ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.