Belive

მოურინიო: "პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, მათგან მეტს ველოდი..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო, ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ასპარეზობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი იმედგაცრუებულია ასეთი ძლიერი ნაკრებისგან ასეთი უხარისხო ფეხბურთის თამაშით.

"პირდაპირ ვიტყვი რომ პორტუგალიის ნაკრებით იმედგაცრუებული ვარ. დიახ, იმედგაცრუებული, რადგანაც მათგან ბევრად მეტს ველოდი, ვიდრე შეძლეს და ყოველთვის იმედგაცრუებული რჩები ადამიანი, როდესაც ატყობ, რომ ნაკრებს ბევრი შეუძლია, თუმცა შედეგს ვერ აღწევს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ ვთქვი, რომ მთავარი ფავორიტები: ინგლისი, ესპანეთი და პორტუგალია იყვნენ, აქედან ორი ნახევარფინალშია, ჩემდა სამწუხაროდ კი, პორტუგალიის ნაკრები 1/4-ფინალიდან გამოეთიშა.

მიუხედავად 1/4-ფინალში გასვლისა, პორტუგალიელებმა მაღალი დონის ფეხბურთის თამაში მაინც ვერ შეძლეს და თამაშის ხარისხი აშკარად დაბალი იყო, არადა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მათ სახელებით საუკეთესო გუნდი ჰყავდათ.

მთავარი პრობლემა რაც ამ პორტუგალიის ნაკრებს აქვს, არის თავდაჯერება.

ახალგაზრდული გუნდია და მგონია, რომ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი მიზნები ექნებათ..." - ჟოზე მოურინიო

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 1/4-ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:5 დამარცხდა და ევრო 2024-ში ასპარეზობა დაასრულა.

9-10 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, შეჯიბრი კი 14 ივლისს გრანდიოზული ფინალით დაიხურება.

სხვა სტატიები