Belive

კონტეს ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ბევრი ტაქტიკური მონახაზი აქვს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრა სურს, რადგან მას ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ბევრი ტაქტიკური მონახაზი აქვს, კვარა გუნდს 25 ივლისს შეურთდება. corriere dello sport კონტეს გეგმებზე წერს.

სანამ ხვიჩა კვარაცხელია შვებულებაშია კონტე გუნდის შექმნაზე იმუშავებს, ეს კი ქართველი ფეხბურთელის ტექნიკური თვისებების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პრესკონფერეციაზე იტალიელმა სპეციალისტმა ახსნა თავისი იდეა ფეხბურთელზე.

ძალიან ცოტა მოთამაშეა მისი მახასიათებლებით. მე მას ძალიან ძლიერად ვთვლი ფლანგზე, მაგრამ ის ასევე ძლიერია როგორც შემტევი ნახევარმცველი, მას ასევე შეუძლია მეორე თავდამსხმელად თამაში. - ანტონიო კონტე - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები