ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით მსოფლიო ფეხბურთის და პრემიერ ლიგის გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა. Tuttomercatoweb-ის ცნობით წითელი ეშმაკების ოფიციალური პირი "ემპოლისთან" გამართულ მატჩზე იმყოფებოდა. შეხვედრა "ნაპოლიმ" სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიგო.
კვარას გარდა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლიში" კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდება და ეს ალესანდრო ბონჯორნოა, რომელმაც "ემპოლისთან" ასევე შესანიშნავად იასპარეზა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
წყაროს ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვიჩა კვარაცხელიასთვის თვალის დევნებას არ შეწყვეტს, რადგან ქართველი ფეხბურთელი და "ნაპოლი" ჯერჯერობით კონტრაქტის ახალ დეტალებზე ვერ თანხმდებიან და დიდი შანსია კვარამ გუნდი მართლაც დატოვოს.
🚨 Manchester United sent a scout to watch Khvicha Kvaratskhelia for Napoli against Empoli this weekend. The Georgian star is yet to agree a new deal.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) October 22, 2024
(Source: Tuttomercatoweb) pic.twitter.com/VNtaltQHCB