პსჟ რეკორდს ამყარებს: ოქროს ბურთზე ფეხბურთელების მესამედს პარი სენ-ჟერმენი წარადგენს
პსჟ-მ შესაძლოა ოქროს ბურთის რეკორდი დაამყაროს და დაჯილდოებაზე კლუბის 10 წარმომადგენელი წარადგინოს. ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ცნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული 2 სეზონის გამარჯვებული გუნდი 2026 წლის ნომინანტთა შორის სარეკორდო წარმომადგენლობით გამოირჩევა, თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.
პარიზული კლუბიდან ნომინანტთა ზუსტი ვინაობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ფრანს ფუტბოლი ყველა ძირითადი კატეგორიის კანდიდატთა სრულ სიას დღეს, სამშაბათს, 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოსთვის მამაკაცებსა და ქალებს შორის 30 ფეხბურთელი იბრძოლებს. გარდა ძირითადი კატეგორიისა, ცნობილი გახდება საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის, მეკარეების, სეზონის საუკეთესო მწვრთნელებისა და კლუბების ნომინანტებიც.
ცერემონიის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო თავდამსხმელები, ხოლო სოკრატესის პრიზი საქველმოქმედო და სოციალურად მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის გადაიცემა.