Belive

კომპანი: "პსჟ წელსაც მთავარი ფავორიტია, თუმცა ამ სეზონის დომინაცია უნდა განვაგრძოთ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის წინ, სადაც პსჟ შინ დაუმარცხებელ ბაიერნს დაუხვდება, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა - ,ვენსან კომპანიმ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და პარიზული გრანდის შესახებაც ისაუბრა.

"ჩახვიდე პარიზში და ეთამაშო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ეს ძალიან რთულია, თუმცა, ჩვენ მაინც უნდა გვჯეროდეს ჩვენი შანსების

გამარჯვებისთვის მზად ვართ და გვჯერა რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ იდეალური თამაში გჭირდება.

პსჟ-სთან საქმე კოლექტიურობას ეხება - ერთ მოთამაშეზე კონცენტრირება საკმარისი არ არის. არსებობს ინდივიდუალური ასპექტი, მაგრამ რაც ამ გუნდს ასე ძლიერს ხდის, არის ის, რომ ისინი თამაშის ყველა ეტაპზე გუნდურად მუშაობენ.

მიმდინარე სეზონში ჩვენ ბრწყინვალედ გამოვიყურებით, არა მხოლოდ თამაშებში ვდომინირებთ, არამედ მაგარ ფეხბურთს ვთამაშობთ და იგივე უნდა გავაგრძელოთ პსჟ-სთანაც.

ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული, დიდ ნაბიჯს გადადგამს რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად და პლეი-ოფში გასვლის საგზურს მოიპოვებს..." - ვენსან კომპანი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, პსჟ შინ, მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ ბაიერნს მიიღებს. მატჩი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები