Belive

სოლსკიაერი დასაბრუნებლად მზად არის - ყველაფერი გლეიზერებმა უნდა გადაწყვიტონ

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკვე მეორე დღეა, რაც სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება იმის შესახებ, თუ ვინ ჩაიბარებს მძიმე მდგომარეობაში დარჩენილ მანჩესტერ იუნაიტედს.

ამ დღეების განმავლობაში არაერთი საინტერესო და ცნობილი ვარიანტი დაიწერა, თუმცა დღეს დილიდან ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი მზად არის "წითელი ეშმაკები" კვლავ ჩაიბაროს, თუნდაც ეს მხოლოდ სეზონის დასრულებამდე იყოს.

მთავარი მწვრთნელის შესახებ ყველაფერს 'გლეიზერების' ოჯახი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, იქამდე კი უკვე ვიცით, რომ მომავალი 2 მატჩის განმავლობაში, 'წითელი ეშმაკების' მთავარ მწვრთნელად დარენ ფლეტჩერი იმუშავებს, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის U18 გუნდის მწვრთნელი იყო და კლუბი მოედანზე 15-ჯერ გაიყვანა, სადაც 9-ჯერ გაიმარჯვა, 4-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 52 წლის ნორვეგიელი მწვრთნელი მანჩესტერულ კლუბში 2018-2021 წლებში მუშაობდა, 2021 წელს კი კლუბიდან გააგდეს და მის ადგილზე დროებით მწვრთნელად მაიკლ კერიკი დაინიშნა. 

სოლსკიაერი ბოლოს ბეშიქთაშის მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა 7 თვეში თურქული გუნდიდანაც გამოაგდეს, რადგან მან კლუბს სასურველი შედეგები ვერ მოუტანა, ახლა კი იგი UEFA-ში მატჩების ანალიტიკოსად მუშაობს.

სხვა სტატიები