Belive

ოფიციალურად | იამალისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია...

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 33-ე ტურში ბარსელონამ სელტა იამალის გოლით 1:0 დაამარცხა. ესპანელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა დარტყმის მომენტში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დადასტურებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, მარცხენა ფეხის უკანა კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონში საკლუბო ფეხბურთი ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კარგი ცნობებია იმის შესახებ, რომ იამალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად კატალონიურმა გრანდმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ იამალისთვის მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე სელტასთან მატჩი ბოლო იყო.

მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 24 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა - სწორედ ამ სტატისტიკით დაასრულა მან მიმდინარე საკლუბო სეზონი.

სხვა სტატიები