Belive

კინგსლი კომანი: "პარ დე პრენსზე გოლის გატანა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები. "პსჟ-მ" "ბაიერნს" უმასპინძლა და შინ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი კინგსლი კომანი გახდა.

"პარ დე პრენსზე გოლის გატანა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული მომენტი იყო. "პსჟ" არის კლუბი, სადაც გავიზარდე და პარიზი ქალაქი, სადაც დავიბადე. გულშემატკივრების წინაშე გოლის აღნიშვნა არ მინდოდა." - განაცხადა კომანმა Canal Plus-თან საუბრისას.

"ბაიერნსა" და "პსჟ-ს" შორის მორიგი შეხვედრა მიუნხენში "ალიანს არენაზე" გაიმართება. აღნიშნული მატჩი 8 მარტს 23:55 სათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები