Belive

გნაბრის ტრავმა სერიოზულია - მან შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ მატჩში, სადაც "რეალი" - "ბაიერნს" დაუპირისპირდა, მატჩის 27-ე წუთზე, მიუნხენელებმა იძულებითი ცვლილება გააკეთეს, როდესაც მოედანზე სერჟ გნაბრი დაეცა და წამოდგომა ვეღარ შეძლო.

28 წლის გერმანელი შემტევის სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც, მიმდინარე სეზონში დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს და "ბაიერნს" ვეღარ დაეხმარება. ასევე საეჭვოა მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციის დადასტურება არავის შეუძლია, რადგან თავად ექიმებიც რეაბილიტაციის პროცესს დაელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ სერჟ გნაბრის მიმდინარე სეზონში არაერთი ტრავმა აწუხებდა, სწორედ ამის გამო მას მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 20 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 5 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

იგი. ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრების ძირითად ფეხბურთელად მოიაზრებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა 28 წლის შემტევი ევროპის პირველობაზე თამაშს.

სხვა სტატიები