Belive

კილიამ მბაპემ გოლი 8 წლის გოგონას მიუძღვნა | VIDEO 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
RMC Sports-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში "ბრესტის" წინააღმდეგ (2:0) გატანილი გოლი ახალგაზრდა გულშემატკივარს მიუძღვნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს. 8 წლის კამილამ, რომელსაც ე.წ VACTERL-ის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მბაპეს ახალი წელი მიულოცა და სთხოვა "პსჟ-დან" არ წასულიყო. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში მისი პოსტის ქვეშ, ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი გაჩნდა. მბაპემ გოგონას საჯაროდ მხარი დაუჭირა და დაგმო ის ადამიანები, რომლებმაც კამილას შეურაცხყოფა მიაყენეს. "ბრესტთან" გატანილი გოლის შემდეგ, თავდამსხმელი კამერასთან მივარდა და დაიყვირა: „კამილა! ეს არის შენთვის".
მბაპე, რომელიც ფრანგულ გრანდში, 2018 წლის შემდეგ თამაშობს, 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს.

სხვა სტატიები