რეალის ყოფილი ფეხბურთელი და კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი, ავტოავარიაში დაიღუპა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ფრედი ეუსებიო რინკონ ვალენსია გარდაიცვალა", - თქვა კალის კლინიკის დირექტორმა.ფრედი რინკონი კოლუმბიის "ოქროს ნაკრების" შემადგენლობის უცვლელი წევრი და კაპიტანი იყო (84 მატჩი, 17 გოლი) - მან 3 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1990, 1994, 1998). საკლუბო დონეზე, რინკონი "ამერიკაში" და "სანტა ფეში" თამაშობდა, შემდეგ იყო "რეალი" და "ნაპოლი", კარიერის მიწურულს კი კვლავ სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა - მან "კორინთიანსს" საკლუბო ჩემპიონატი კაპიტნის რანგით მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, კოლუმბიელი ფეხბურთელი სერიოზულ ავტოავარიას გადაურჩა - იგი მაღალი გამავლობის ავტომობილს მართავდა, როდესაც სველ გზაზე მოცურდა და ამობრუნდა. რინკონს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა, თუმცა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.