Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება უნიონ ბერლინთან მატჩში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა. რუდი გარსიას გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გოლის ავტორი ჯაკომო რასპადორი გახდა, რომელსაც ასისტი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა. ქართველმა შემტევმა მოედანზე 88 წუთი გაატარა და "ნაპოლის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. Sofascore-ს მიხედვით, "კვარამ" 7.8 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ გოლის ავტორის, რასპადორის თამაშმა 7.3 შეფასება მიიღო. საიმტერესოა, რომ Whoscored-ის მიხედვით ხვიჩამ ბევრად მაღალი - 8.1 შეფასება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი შეხვედრა "ნაპოლის" 29 ოქტომბერს "მილანის" წინააღმდეგ ელის. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები