Belive

ლამინ იამალი: "ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ვითამაშებ"

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთთან შეხვედრის წინ, ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, ლამინ იამალი საუბრობს.

"საოცარია, რომ ფეხბურთმა მომცა შესაძლებლობა, ისეთ ადგილებშიც კი მცნობდნენ, როგორიც, მაგალითად, ჩატანუგაა (აშშ). ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის რომელიმე ქალაქში ქუჩაში გავლას და ჩემს იდენტიფიცირებას შეძლებდნენ. მე მართლაც ძალიან ვაფასებ იმას, თუ საიდან მოვდივარ.

არ მიკვირს, რომ ჩემი ნათქვამი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული, მე ხომ უკვე კარგად გიცნობთ ჟურნალისტებს. მკითხეს, მეშინოდა თუ არა საფრანგეთის ნაკრების და ვუპასუხე, რომ არა. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ. ეს ფეხბურთია, როგორც კუნდემ თქვა, უბრალოდ ფეხბურთი და მეტი არაფერი.

ძალიან მშვიდად ვარ. ახლა ჩემს ძმას უნდა შევხვდე და თმა შევიჭრა. მატჩი საოცარი იქნება. თამაში, რომლის ნახვაც ყველას სურს. ორივე გუნდი აქტიურად შეუტევს და დაიცავს თავს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დაძაბული ბრძოლა გველის, თუმცა ყოველგვარი წნეხის გარეშე. მე ვთამაშობ ისე, როგორც ვიცი. როდესაც მოედანზე მაქსიმუმს დებ და ხალხი ამას ხედავს, წნეხს აღარ გრძნობ.

ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომელსაც ოდესმე ვითამაშებ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანი საკუთარ თავს ჩემპიონებად ვხედავთ, ზუსტად ისე, როგორც 2010 წელს. რატომაც არა?

ყველა ტურნირი განსხვავებულია. მწვრთნელის ბრალი არ არის, რომ 5 გოლი არ გამიტანია. თამაში ასე წარიმართა და ამაზე არ ვინერვიულებ. ბავშვობაში ვუყურებდი მსოფლიო ჩემპიონატებს, სადაც ესპანეთი ნაადრევად ვარდებოდა. ახლა ჩვენ ვიგებთ და ეს არის მთავარი. იმედია, სამშაბათს მეც შევძლებ გოლის გატანას", - ამბობს 19 წლის სუპერვარსკვლავი.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყისი ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, არლინგტონში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები