დედაქალაქს ლეგენდა ტოვებს - ჩირო იმობილე ბეშიქთაშში ითამაშებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ლაციოს" ფორვარდი - ჩირო იმობილე, კარიერას თურქულ "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი თურქი ჟურნალისტები ავრცელებენ.
როგორც ცნობილი ხდება, 34 წლის ფორვარდმა თურქულ გუნდთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მომავალ 2-3 დღეში კი სტამბოლში ჩაფრინდება და კონტრაქტზე ხელს ოფიციალურად მოაწერს.
დედაქალაურ კლუბში ჩირო იმობილეს დიდი ზღაპარი და ეპოქა დასრულებულია.
ჩირომ "ლაციოში" 2016/2017 წლების სეზონიდან თამაშობდა. მან დედაქალაური კლუბის მაისურით 340 მატჩი ითამაშა და 207 გოლის გატანა შეძლო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია (ყველა დროის ბომბარდირი).