ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ინტერთან მატჩში
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სუპერთასის ფინალში ,,ნაპოლი'' ,,ინტერთან'' 0:1 დამარცხდა. ,,ნერაძურიმ'' გამარჯვების გოლის გატანა 91-ე წუთზე შეძლო, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 70 წუთი გაატარა.
კვარამ Sofascore-სგან 6,6-ქულიანი შეფასება მიიღო.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 32-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 9-დან 4 დუელი მოიგო და 17-დან 14 (82%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 28 იანვარს, სერია A-ში, ,,ლაციოს'' წინააღმდეგ გამართავს.
მატჩს ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
⏹️ Full time: #NapoliInter 0-1
— Official SSC Napoli (@sscnapoli) January 22, 2024
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/eZC3q8qFLb