Belive

"არანაირ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია, კონტრაქტის დეტალები გასაგები იყო" - სპორტული ჟურნალისტი

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლი"-დან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამასთან რამდენიმე დღის წინ იტალიური გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი იძულებული იყვნენ კვარა გუნდიდან გაეშვათ და მათი მხრიდან ადგილი შანტაჟს ჰქონდა.

იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ალფრედო პედულამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

მანამ 3 ნოემბერს თქვა, რომ კლუბს არ სურდა კვარაცხელიას გაშვება და ეს ახლა თუ არ მოხდებოდა, გუნდი ამას ზაფხულში გააკეთებდა. მე არ მესმის ამგვარი ინტერპრეტაციების, სპორტული დირექტორი ხარ. 3 ნოემბერს ამბობდა, რომ კონტრაქტს ზაფხულში განაახლებდნენ, მაგრამ კვარაცხელიას უკვე გასულ ზაფხულს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა, როდესაც მისმა აგენტმა 5-6-ჯერ თქვა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდნენ, ეს ვფიქრობ მარტივად გასაგები იყო, რადგან ამდენი უარის შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწიე, ამის მიზეზი იყოს ის, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ ოსიმენს ხელფასი 11 მილიონამდე გაუზარდე და კვარაცხელიას 1.4-მდე უტოვებ, ამის გასაგებად არაა საჭირო სპორტული დირექტორობა. მაგრამ ამავდროულად თუ შენ 3 ნოემბერს ამბობ, რომ მისი დაკარგვა არ გვინდაო თებერვალში ვერ იტყვი, რომ დაგვაშანტაჟესო. - ალფრედო პედულა - იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი

სხვა სტატიები