"ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენ ძალიან გავუმჯობესდით" - ლუის ენრიკე
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის ინტერი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ, 31 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.
მატჩამდე პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ვგრძნობ, რომ გაგვიმართლა, რადგან ჩვენ ვთამაშობთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს, რაც კი შეიძლება გუნდმა ჩაატაროს, ეს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ჩვენ ამ მომენტით უნდა დავტკბეთ, რადგან ეს მორიგი მნიშვნელოვანი თამაშია ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.
ინტერი ცოტათი სხვა გუნდებისგან განსხვავდება, რადგან მათ წინ ორი თავდამსხმელი ჰყავთ, როგორებიც არიან მარკუს ტურამი და ლაუტარო მარტინესი. ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის, არის, რომ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ, რათა უკეთესი გუნდი ვიყოთ. ამისთვის საჭიროა ბურთის შენარჩუნება, სხვანაირად ამის მიღწევა შეუძლებელია.
ასევე კარგად ვიცით, რომ ინტერი პრესინგზე ითამაშებს, ამიტომ ყველა ალტერნატიული თამაშის განვითარებისთვის მზად ვიქნებით, რათა თავიანთი თამაში არ ვათამაშოთ. ყველას თავისი სტილი აქვს, მატჩისას მნიშვნელოვანი იქნება გარკვეულ მონაკვეთებში მზადყოფნა.
მახსოვს, ჩემს პრეზენტაციაზე ვთქვი, რომ პარი სენ-ჟერმენს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის ტიტული აკლდა. ეს კი დამატებითი ზეწოლაა ჩვენთვის, რადგან გუნდზე ძალიან დიდი მოლოდინი მოდის. ჩვენ გვაქვს რწმენა, თავდაჯერება და თუ საკუთარი სტილი გვაქვს, ეს უნდა შევინარჩუნოთ და ასე გავაგრძელოთ.
როდესაც რომელიმე ფეხბურთელი უმაღლეს დონეზეა, მან უნდა იცოდეს, რომ ის მიიღებს ან უმაღლესი დონის კრიტიკას ან უმაღლესი დონის ქებას. დონარუმას დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენ მისით ძალიან კმაყოფილი ვართ და გუნდის ყველა მოთამაშით, ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენ ძალიან გავუმჯობესდით.
პსჟ-ს მოთამაშეები ახალგაზრდები არიან, მაგრამ ასევე გამოცდილებიც გვყავს, მათ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარეს. გამოცდილებას თამაშით იძენ, არასდროს მეშინოდა ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენების, რადგან მათ ამჟამინდელ ფორმასა და ნიჭს ვუყურებ, მათი ასაკის გათვალისწინების გარეშე. - ლუის ენრიკე - პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი