Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ბოლონიას წინააღმდეგ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 36-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ არენაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდა, ნეაპოლურმა გუნდმა 0:2 წააგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში 82 წუთი ითამაშა და Sofascore-ს მიხედვით მან 6.8 შეფასება დაიმსახურა. კვარამ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, 12-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული 5 გამოდგა, ბურთს 57-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 27-დან 22 (81%), 20 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 9-ში დარჩა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას 7.0 შეფასება დაუწერა, რაც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ის მხოლოდ ნგონგეს ჩამორჩა, რომელმაც 7.1 დაიმსახურა.

სხვა სტატიები