ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონასთან მატჩში ტრავმის გამო მოედნის დატოვება პარი სენ ჟერმენის სამ ლიდერს - ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელესა და მარკინიოსს მოუწიათ.
პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,ექიმი არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფეხბურთელები დაშავდნენ და მწვრთნელისთვის ეს ყველაზე ცუდი რამაა.
გამოკვლევების პასუხებს ხვალამდე უნდა დაველოდოთ, სამივე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ეს ყველაზე ცუდი ახალი ამბავია, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს ეს ყველაფერი თან ახლავთ...'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა 4:2 დაამარცხა.
3 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
🎙️ Luis Enrique donne des nouvelles d’Ousmane Dembélé, Khvicha Kvaratskhelia et Marquinhos, sortis sur blessure face au Barça 🤕 @club_but #PSGBarça #UCL https://t.co/hI1LhtEo1Q
— Fabien Chorlet (@fabien_chorlet) October 20, 2026