Belive

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგი აქვს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ალბათ, FIFA 23 ყველაზე ფეხბურთის გულშემატკივრის ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. მიმდინარე წელი FIFA 23-სთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ამ სეზონში პოპულარულ საფეხბურთო თამაში ყველაზე გაყიდვადი იყო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთ პოპულარულ კომპიუტერულ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო - 96 რეიტინგი აქვს.

უნდა ითქვას, რომ "კვარას" პირველი ბარათი საკმაოდ დაბალი რეიტინგის იყო. ქართველ შემტევს სულ რაღაც 74 ქულით აფასებდნენ. დროდადრო EA სხვადასხვა ბარათვს უშვებდა, სადაც ფეხბურთელების რეიტინგები მათი სათამაშო ფორმის მიხედვით იცვლებოდა. 86, 88 და 90 რეიტინგის შემდეგ, EA Sports-მა ხვიჩას საუკეთსო ბარათი გამოუშვა, სადაც კავარცხელიას რეიტინგი 96 იყო. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში ხვიჩაზე კარგი შედეგი მხოლოდ ოსიმენს და ლეაუს აქვთ.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაზე მაღალრეიტინგიანი მოთამაშე ლიონელ მესია, რომლის 98-იანი ბარათი არსებობს.

ასე გამოიყურება სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეული რეიტინგის მიხედვით FIFA 23-ში:

რაფაელ ლეაო - 97
ვიქტორ ოსიმენი - 97
ხვიჩა კვარაცხელია - 96
ლაუტარო მარტინესი - 95
პაულო დიბალა - 95
ნიკოლო ბარელა - 95
ტეო ერნანდესი - 94
ადრიენ რაბიო - 94
კრის სმოლინგი - 94
ბრემერი - 93
ვოიჩეხ შჩესნი - 93

სხვა სტატიები