Belive

ტორპედომ ჰერკულესს მოუგო | გიორგი არაბიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება, იქამდე კი, ქართული გუნდები შეკრებებზე იმყოფებიან და ახალი სეზონის დაწყებისთვის ემზადებიან.

ესპანეთში, კერძოდ კი ვალენსიაში, შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" ამხანაგურ მატჩში "ჰერკულესი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლის ავტორი გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც ესპანურ კლუბს ულამაზესი შორეული დარტყმით გაუტანა.

გიორგი არაბიძის გოლი "ჰერკულესის" წინააღმდეგ

სხვა სტატიები