დეკუ ვლაჰოვიჩის აგენტს ესაუბრა - ბარსელონა ლევანდოვსკის შემცვლელს დაჩქარებულად ეძებს
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა, იუვენტუსის თავდამსხმელ - დუშან ვლაჰოვიჩს, ლეგენდარული რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონას დატოვებს.
ლევანდოვსკის მსგავსად, იუვენტუსში ვლაჰოვიჩსაც კონტრაქტი ეწურება და 2025-26 წლების სეზონის იმედისმომცემი დაწყების მიუხედავად, სეზონის ბოლოს, იგი სავარაუდოდ, იუვენტუსს უფასოდ დატოვებს.
🚨🇷🇸 Vlahovic quittera la Juventus gratuitement à la fin de la saison – Barcelone intéressé par sa signature.
— Barça News (@BarcaNewsFRA) October 16, 2025
(@tuttosport) pic.twitter.com/ymJUwVxifx
"Tuttosport"-ის ინფორმაციით, ბარსელონას სპორტული დირექტორი - დეკუ, 25 წლის სერბი ფორვარდის აგენტს - დარკო რისტიჩს კიდევ ერთხელ ესაუბრა და აუხსნა სიტუაცია, რომ კატალონიური გრანდი ფორვარდის ძიებაშია, რომელიც მომავალი სეზონიდან კლუბში ძალიან დასჭირდებათ, ვინაიდან და რადგანაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკი კლუბს დატოვებს.
დღევანდელი ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი „ორი ან სამი“ თავდამსხმელიდან ერთ-ერთია, რომელთა განხილვაც ამჟამად ბარსელონაში მიმდინარეობს. ასევე ცნობილია, რომ ბარსელონა ძალიან არის დაინტერესებული ხულიან ალვარესის ტრანსფერით, თუმცა როგორც იწერება, კლუბი ვერ შეძლებს მის სატრანსფერო ღირებულებას გაწვდეს.
25 წლის სერბ ფორვარდს, ამ სეზონის დასაწყისში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი და რადგან ამ მატჩებიდან მხოლოდ ორში იყო სასტარტო შემადგენლობაში, ამჟამად ის საშუალოდ ყოველ 63 წუთში ერთ გოლს იტანს.
ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ღირსებას 2021/2022 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 153 ჩაატარა, სადაც 62 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მას იუვენტუსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში უმთავრდება, კლუბის დატოვება კი უკვე დიდი ხანია სურს.