"ხვიჩა კვარაცხელია შეტევის გასაძლიერებლად პსჟ-ს სიის სათავეშია" - Le Parisien
ხვიჩა კვარაცხელია შეტევის გასაძლიერებლად "პსჟ"-ს სიის სათავეშია, ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien აქვეყნებს. წყაროში აღნიშნულია, რომ პარიზულ გუნდს ზაფხულში მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელის დამატება სურს, რომელსაც მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში შეუძლია. კლუბს საკმარისად ჰყავს მემარცხენე გარემარბი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მარკო ასენსიო, უსმან დემბელე, კანგ-ინ ლი, მაგრამ მათ მხოლოდ ბრედლი ბარკოლა ჰყავთ, რომელიც სუფთა მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელია, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე.
პარი სენ-ჟერმენი ემზადება, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კილიან მბაპეს წასვლით დატოვებული სიცარიელე შეავსოს, ფრანგი ფეხბურთელის ჩანაცვლების მთავარი კანდიდატი კი ქართველი ფეხბურთელია.
ლიგა 1-ის გუნდი იმ კლუბებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერითაა დაინტერესებული, კვარას "ბარსელონასაც" უკავშირებენ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონის 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Khvicha Kvaratskhelia is at the top of PSG’s list to strengthen the attack.
— PSG Report (@PSG_Report) May 21, 2024
PSG wants a right-footed left-winger this summer. The club believes it has enough left-footed wingers (Asensio, Dembélé, Kang-in Lee), but only has Bradley Barcola as a pure right-footed left-winger.… pic.twitter.com/AHJdopHshc