Belive

კვარაცხელიას ახალი მოთხოვნა - სოლიდური ხელფასი და კონტრაქტი 2029 წლამდე

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"La Gazzetta dello Sport"-ის დღევანდელ გამოცემაში, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" ურთიერთობაზე ახალი ინფორმაციები დაიწერა.

როგორც იტალიურ გამოცემაში ვკითხულობთ, ქართველი ვარსკვლავის აგენტმა და თავად ფეხბურთელმა, კლუბს ახალი კონტრაქტის პირობები შესთავაზა, რომლის გათვალისწინებითაც კვარა "ნაპოლისგან" ხელფასის სახით ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვს, ვინაიდან და რადგანაც, "პსჟ" ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს სთავაზობს.

თუ ნეაპოლური მხარე კვარაცხელიას ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქართველი შემტევი კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ჩათვლით გაახანგრძლივებს, თუმცა აქვე ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იქნება კონტრაქტში ჩადებული - ფეხბურთელს კლუბის დატოვება შეეძლება ისე, რომ კონტრაქტის პირობები არ დაარღვიოს.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და ამ წუთის მონაცემებით, მას კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ოფიციალური მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ხელფასი 1,8 მილიონი ევროა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს "პსჟ", რომელიც კვარას შთამბეჭდავ კონტრაქტს სთავაზობს და ხელფასის სახით წლიურად 11 მილიონ ევროს აძლევს, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი კვარას გაყიდვას არ აპირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" მესამე სეზონს იწყებს. მან 88 მატჩი ჩაატარა, სადაც 25 გოლის გატანა და 26 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები