Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

19 ტურის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb-მა საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავთან ერთად, კიდევ 4 ნეაპოლელი, კიმ მინ ჯაე, მარიო რუი, სტანისლავ ლობოტკა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ წრეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

ნეაპოლელები სერია A-ს 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 47 ქულით და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალურ ეტაპზე არიან გასულები და ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდებიან.

შემდეგ ტურში, “ნაპოლი” “რომას” 29 იანვარს დაუპირისპირდება, შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები