Belive

'ოქროს ბურთი კვარას' - ძმები კროოსები ხვიჩაზე

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფელიქს კროოსმა ძმასთან, ტონისთან ერთად პოდკასტის „Einfach mal Luppen“-ის ბოლო ეპიზოდში არ დამალა, თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა.

გერმანიის 'რეკორდმაისტერთა' წინააღმდეგ 180 წუთზე მეტხანს, კვარაცხელიამ გერმანელების დაცვა 'მოშალა'. მან პირველ მატჩში ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მეორე მატჩში მას მხოლოდ 139 წამი დასჭირდა, რათა უსმან დემბელესთვის იდეალური გადაცემა გაეკეთებინა.

ფელიქს კროოსი: კვარაცხელიას ერთ-ერთი გამორჩეული მომენტის შემდეგ, როდესაც მან კიდევ ერთხელ დატოვა მცველები 'გაღიმებული', მე აღმომხდა: კვარაცხელია - ოქროს ბურთი.

ჩვენ მას თითქმის ორი სრული თამაში ვაკვირდებოდით. ​​ის, რასაც ის ბურთით და მის გარეშე აკეთებს, მისი გამძლეობა, ბურთის მიმართ გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ის, თუ როგორ მოქმედებს მატჩზე, ყველაფერი შთამბეჭდავია. საოცარია, თუ როგორ აზროვნებს და აწვდის ბურთს ზუსტად იქ, სადაც საჭიროა - სრული სისწრაფით.

ტონი კროოსი: პრობლემა ის არის, რომ ის ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. - გვესმის ძმების პოდკასტში

კვარაცხელიამ, პარიზში ჩასვლის შემდეგ 81 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. უკვე მოიგო ერთი ჩემპიონთა ლიგა და ამ სეზონში იმავეს გამეორება შეუძლია, თანაც ისე, რომ სტატისტიკურადაც და თამაშის ხარისხითაც, აშკარად მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელია.

სხვა სტატიები