Belive

ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს ბოლო 38-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სამპდორიას'' უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 43-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, ოსტიგორი, დი ლორენცო, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია.

37 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” ჩემპიონობა უკვე გაფორმებული აქვს. ,,სამპდორია'' კი 19 ქულით მე-20 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები