Belive

ხვიჩა კვარაცხელია სალერნიტანასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სალერნიტანას'' უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 37-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

31 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 78 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სალერნიტანა” კი 33 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები