Belive

რუდი გარსია: ,,ჩემს გუნდს ზედიზედ 3 მოგება ვთხოვე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ფიორენტინასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,გუნდს ზედიზედ 3 მატჩის მოგება ვთხოვე და კვირას ამის შანსი გვაქვს. გვინდა, რომ ფიორენტინა დავამარცხოთ, რათა ჩვენი პოზიციები უფრო გავიმყაროთ.

ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე კარგ ფეხბურთს თამაშობს და მათ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს. ამ გუნდის ძლიერი მხარეები გავაანალიზეთ, თავით ბევრი გოლი გაიტანეს.

რთული მატჩი გველის, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ მოგება შეგვიძლია.'' - რუდი გარსია

ხვალ, სერია A-ს მე-8 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' უმასპინძლებს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები