ხვიჩა კვარაცხელია: "რთული მატჩი იყო - ნახევარფინალისთვის მზად ვართ"
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. "ვილა პარკზე" განცდილო მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 4:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
მატჩის დასრულების შემდეგ, "პსჟ"-ს ქართველმა ვარსკვლავმა - ხვიჩა კვარაცხელიამ, ბირმინგებულ კლუბთან მატჩი შეაფასა და 1/2-ფინალზეც ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ მატჩი 0:2 წავიყვანეთ, ძალიან რთული მატჩი გამოდგა და ნერვიულობა მოგვიწია. ეს ატმოსფერო "ასტონ ვილას" ძალიან დაეხმარა, თუმცა მთავარია რომ 1/2-ფინალში გავედით.
წინ უფრო რთული მატჩების თამაში მოგვიწევს, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, სუსტი გუნდი არ არსებობს.
ჩვენ მზად ვართ, ახლა მთლიანად 1/2-ფინალისკენ ვართ კონცენტრირებულები და ფინალში გასვლა შეგვიძლია" - ხვიჩა კვარაცხელია
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.