დე ძერბი: "სამწუხაროა, რომ რეალს მსაჯები დაეხმარნენ - ვამაყობ ჩემი გუნდის სულისკვეთებით"
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, 'სამეფო კლუბმა' საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მარსელის წინააღმდეგ, მინიმალური სხვაობით 2:1 გაიმარჯვა.
ორივე გოლის ავტორი - კილიან მბაპეა, რომელმაც ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, თუმცა მეორე თერთმეტმეტრიანის დადებას სოციალურ ქსელში და ფრანგულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
სწორედ ამ ფაქტზე, მარსელის მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო დე ძერბიმ, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მსაჯის ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს გმირული ბრძოლისთვის - მათ ყველაფერი გაიღეს იმისათვის, რომ ეს თამაში ჩვენს სასიკეთოდ ყოფილიყო, თუმცა მსაჯმა ხელი შეგვიშალა და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.
ვფიქრობ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი თერთმეტმეტრიანები აღარ ინიშნება, თუმცა სანტიაგო ბერნაბეუს გარემომ და მადრიდის რეალის გავლენამ მსაჯი შეაშინა..." - რობერტო დე ძერბი
🚨🚨🚨 REAL MADRID ROBBERY
— Premiumerza (@PREMIUMERZA) September 16, 2025
The fine comedy show of the VAR at the Santiago Bernabéu.
Medina, after stopping Vinicius's shot, touches the ball with his arm as he heads to the support point on the ground.
In addition to being a non-punishable handball, the ball arrives on the… pic.twitter.com/EAXQ2u4BXu
სწორედ ამ მომენტზეა საუბარი, როდესაც ვინისიუსის შეტევის დროს მარსელის მცველს - ფაკუნდო მედინას ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რამაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასე და ამგვარად, სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 3 ქულა მოიპოვა.