Belive

კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეფასება - კვარამ მანჩესტერთან ვერ გაიბრწყინა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საკლუბო ამხანაგურ მატჩში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა. გიოტებორგში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პარი სენ-ჟერმენის ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. კვარამ მეტოქის კარისკენ ზუსტად მხოლოდ 1 დარტყმა განახორციელა, ხოლო დრიბლინგის 9 მცდელობიდან მხოლოდ 2 დასრულდა წარმარებით.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში კვარას წინააღმდეგ იუხეშეს და ქართველი ვარსკვლავი მძიმე ტრავმას გადაურჩა.

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორირეტულმა პლატფორმებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 5.8

  • Sofascore: 6.6

სხვა სტატიები