Belive

"ბარსელონას შეტევაში გაძლიერება სურს, მათი ინტერესის სფერო კი, არც ისე ფართოა" - Fc Barcelona Noticias

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ "ბარსელონა" კვლავ იჩენს ინტერესს, ამის შესახებ ინფორმაციას Fc Barcelona Noticias აქვეყნებს. წყაროს ცნობით კატალონიური გუნდი 5 გარემარბს აკვირდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი შესაძლოა "ბარსელონას" რიგებში ჩაირიცხოს.

კატალონიელებს შეტევაში გაძლიერება სურთ და მათი ინტერესის სფერო არც ისე ფართოა, "ბარსელონა" ამ ვარიანტებს განიხილავს: ნიკო უილიამსი, რაფაელ ლეაო, ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი და ლეროი სანე.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" კონტრაქტის განახლებაზე ბევრი იწერება, მაგრამ პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია და უახლესი ამბებიც არ იწერება. წყაროს ცნობით ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კონტრაქტის საქმეებს ძალიან მკაცრად უდგება, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში მოხდა და შესაძლოა სწორედ ამ პროცესის გაჭიანურებამ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც გამოკვეთოს.

"ბარსელონას" ასევე აქვს თავისუფალი აგენტების ვარიანტები, მოჰამედ სალაჰის და ლეროი სანეს სახით, რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.

კატალონიურ კლუბს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი აქვს, მაგრამ ისინი დატვირთული ზაფხულისთვის ემზადებიან და დიდი შანსია ვარიანტებიდან ერთ-ერთი აუცილებლად გამოვიდეს.

სხვა სტატიები