ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის სამიზნეა
ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის "ჩელსის" სამიზნე გახდა, როდესაც ქართველმა "ნაპოლიში" გაიბრწყინა, ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა Givemesport აქვეყნებს.
ტრანსფერის ინსაიდერმა დინ ჯონსმა Givemesport-ს განუცხადა, დაინტერესებულია თუ არა "ნაპოლის" ვარსკვლავი პრემიერ ლიგაში გადასვლით.
მიუხედავად იმისა, რომ ლურჯების მიერ აგვისტოში 115 მილიონ ფუნტად ბრაიტონიდან მოისე კაისედო ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო ბრიტანეთის ისტორიაში, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს მიეცემა შესაძლებლობა, რომ კიდევ დახარჯოს ფული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.
"ჩელსის" კვარაცხელიას ტრანსფერში კონკურენციას უწევს ისეთები, როგორიცაა მანჩესტერ "სიტი", მადრიდის "რეალი", ბარსელონა და ნიუკასლ "იუნაიტედი".
გამოცემაში ნათქვამია, რომ ლონდონურ გუნდს დაახლოებით 86 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, თუ მათ სურთ ქართველი გარემარბის თავის გუნდში ხილვა.
ამჟამინდელი კლუბი "ნაპოლი" კი უკვე ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც კვირაში 25 000 ფუნტ სტერლინგზე ოდნავ მეტს მოიცავს სამწელიწადნახევარში.
ასევე არის საუბრები, რომ დასავლეთ ლონდონელებმა შეწყვიტეს კონკრეტული მოლაპარაკებები ან დისკუსიები კვარაცხელიას შესახებ ზამთრის ფანჯრის გახსნის წინ, შიშობენ, რომ მისმა ჩამოსვლამ შეიძლება ხელი შეუშალოს მიხაილო მუდრიკს განვითარებაში და მათთვის ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
დინ ჯონსი ასევე აცხადებს, რომ კვარაცხელია შესაძლოა არც კი დაფიქრებულა პრემიერ ლიგაში გადასვლაზე, რადგან ეს ახალი გამოწვევაა და შესაძლოა ფეხბურთელისთვის არ იყოს შესაბამისი სათამაშო სტილი, ტრანსფერის ინსაიდერი თვლის, რომ მეტსახელად კვარადონა, სკეპტიკურადაა განწყობილი კარიერის მომდევნო ეტაპისთვის ინგლისში წასვლასთან დაკავშირებით და ამჯობინებს შეუერთდეს კლუბს, სადაც გარანტირებული იქნება წარმატებული თამაში.