Belive

მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანები დიოგუ ჟოტას ტრაგედიას ეხმაურებიან

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლივერპულისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, დიოგუ ჟოტა ესპანეთში ავტოავარიას ემსხვერპლა, მასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც გარდაიცვალა.

ლივერპულმა დიოგუ ჟოტას გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა და პორტუგალიელი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ტრაგედიას ინგლისური, იტალიური და ესპანური ფეხბურთის ფლაგმანი კლუბებიც გამოეხმაურნენ.

"დიოგუ ჟოტას ტრაგიკული გარდაცვალებით საფეხბურთო კლუბი ლივერპული განადგურებულია. ჩვენი გუნდი ამ მომენტისთვის მეტ კომენტარს არ გააკეთებს და ვითხოვთ დიოგუს ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელებისა და კლუბის პერსონალის პირადი ცხოვრების პატივისცემას. ჟოტას ოჯახს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ" - ლივერპული.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ და თანადგომას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც დიოგუ ჟოტა და მისი ძმა უყვარდა. ვუსამძიმრებთ ლივერპულსა და ყველას, ვინც ამ ტრაგედიასთან არის დაკავსირებული" - მანჩესტერ იუნაიტედი.

"საფეხბურთო კლუბი იუვენტუსი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს დიოგუ ჟოტას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს, ლივერპულსა და მეგობრებს" - იუვენტუსი.

"ჩვენს კლუბში ყველა შოკირებული და თავზარდაცემული ვართ. ტრაგედიის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ძალიან დაგვწყვიტა გული. ვუსამძიმრებთ ლივერპულსა და ოჯახის წევრებს. ამ მძიმე დროს თქვენს გვერდით ვართ" - მანჩესტერ სიტი.

"პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, მწვრთნელი ანტონიო კონტე, მენეჯმენტი, ტექნიკური ჯგუსი და სრულიად გუნდი ვიზიარებთ დიოგუ ჟოტას ოჯახის წევრების მწუხარებას. გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი დარდი და თანადგომა გამოვუცხადოთ ლივერპულსა და ჟოტას ოჯახის წევრებს" - ნაპოლი.

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ლივერპულს 2020 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მერსისაიდულ გრანდთან ერთად, ჟოტა პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს - ჟოტამ 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა UEFA-ს ერთა ლიგის ჩემპიონი.

სხვა სტატიები