Belive

Le Parisien: "მადლობა საქართველო კვარასთვის, ასევე ქართველი მორაგბეების გაზრდისთვის"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ფრანგული ონლაინ გამოცემა "Le Parisien" ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ ფორმაში ყოფნას ეხმაურება და მისი გაზრდისთვის, საქართველოს მადლობას უხდის.

ასევე არამარტო კვარას გაზრდისთვის, აქვე მათ ქართველი მორაგბეებიც ახსენეს, რომლებიც საფრანგეთის რანგით პირველ დივიზიონში (TOP 14) წლების განმავლობაში თამაშობდნენ და ფრანგებს თავი ძალიან შეაყვარეს.

გთავაზობთ პარიზული გამოცემის ნაწყვეტს სტატიიდან.

"რაგბის გულშემატკივრებს საქართველო ყოველთვის გვაოცებდა. როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც კი არ არის, „შეექმნა“ ამდენი მორაგბე, რომლებიც ბოლო 30 წელია ტოპ 14-ის კლუბებში თამაშობენ და სიამოვნებას გვანიჭებენ? გორგოძე, შველიძე, ზირაქაშვილი... მებრძოლი, ძლიერი და მტკიცე მოთამაშეები - ნამდვილი მეომრები. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული სულით, რომელიც ამ კავკასიურ ერს საუკუნეების განმავლობაში იმპერიული ძალების წინააღმდეგ ბრძოლით ჩამოუყალიბდა.

ოთხშაბათის საღამოს კვარამ საოცარი უნარებითა და ტექნიკით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ არის სხვებისგან გამორჩეული ფეხბურთელი. ნამდვილი არტისტი, რომლის შედევრებიც ჩვენი გაოცებული თვალების წინ კვირიდან კვირამდე იქმნება. ამიტომაც - როგორც მისთვის, ისე ქართველი მორაგბეებისთვის, მადლობა, საქართველო!..."
- ვკითხულობთ Le Parisien-ის სტატიაში.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება ქართველ მორაგბეებს TOP 14-ში, წლიდან-წლამდე ქართველთა რიცხვი საფრანგეთის ჩემპიონატში იმატებს. დღემდე TOP 14-ში და PRO D2-ში (რანგით მეორე დივიზიონი) 75-ზე მეტი ქართველი თამაშობს.

სხვა სტატიები