Belive

ხვიჩა კვარაცხელია - პირველი ფეხბურთელი 2003 წლის შემდეგ, რომელმაც...

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ, კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლის დროს, პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. საოცარი სადებიუტო მატჩის შემდეგ, ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა უკვე შეძლო ნეაპოლური კლუბის ისტორიაში შესვლა. კერძოდ კი, 2003/2004 წლების სეზონის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია გახდა "ნაპოლის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა. აქამდე ეს ლევან მჭედლიძემ და კახა კალაძემ შეძლეს.

სხვა სტატიები