კვარაცხელიას თამაშის გამო, ლიონი პარი სენ ჟერმენს უჩივის
,,ლიონმა'' გადაწყვიტა, საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის იურიდიულ კომისიაში ,,პარი სენ ჟერმენის'' წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ,,გუნდში'' მიიჩნევენ, რომ ,,ლიონისა'' და ,,პსჟ-ს'' მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის უფლება არ ჰქონდა.
,,ლიონის'' საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ ,,პარი სენ ჟერმენმა'' ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ფეხბურთის პროფესიული ლიგის წესები დაარღვია.
,,ლიონი ეყრდნობა 556-ე და 560-ე მუხლებს. 560-ე მუხლი ადგენს, რომ ფეხბურთელის მიერ მატჩში მონაწილეობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ გუნდს ჯარიმის სახით წაგება ეთვლება, თუმცა მომჩივან კლუბს ქულები არ ეწერება, ასევე, უქმდება დამრღვევი გუნდის მიერ გატანილი გოლებიც.'' -
რას გულისხმობს 556-ე მუხლი? - დავა ფეხბურთელის მატჩში მონაწილეობის შესახებ. ფეხბურთელის თამაში, შესაძლოა, სადავო გახდეს:
მატჩამდე 557-ე მუხლის დებულებებით გათვალისწინებული პირობებით.
558-ე მუხლის დებულებით, რომელიც მატჩში ისეთი ფეხბურთელის ჩართვას გულისხმობს, რომელიც განაცხადში არ იყო.
შეხვედრის შემდეგ, 560-ე მუხლზე დაყრდნობით, კომისიაში საჩივრის შეტანით.
როგორც L'Equipe წერს, ,,ლიონის'' ნაბიჯი პასუხია ,,პსჟ-ს'' საჩივრისა, რომელიც გუნდმა იურიდიულ კომიტეტში ტიაგო ალმადას თამაშის გამო შეიტანა (არგენტინელი ლიონს ზამთარში ბოტაფოგოდან იჯარით შეუერთდა). გარდა ამისა, ამ ყველაფერს კლუბების პრეზიდენტებს შორის არსებულ კონფლიქტსაც უკავშირებენ.
ლიონის პრეზიდენტი, ჯონ ტექსტორი კატარის მიერ პარიზული გუნდის დაფინანსებას ეჭვქვეშ აყენებს. ცოტა ხნის წინ, მან ისიც განაცხადა, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ევროკავშირის სასამართლოშიც აპირებს. როგორც ჩანს, მანამდე, ამერიკელმა გადაწყვიტა, რომ ქართველი ვარსკვლავის საქმეს შეეჭიდოს, რომელიც ლიონთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რთული სათქმელია, იქნება თუ არა ეს წარმატებული სვლა, მაგრამ ეს ნამდვილად მეტყველებს ორ პრეზიდენტს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე.'' - წერს ფრანგული მედია.
INFO L'ÉQUIPE. L'Olympique lyonnais a décidé de saisir la commission juridique de la Ligue de football professionnel (LFP), pour déposer une réclamation sur la participation de Khvitcha Kvaratskhelia à la rencontre OL-PSG dimanche dernier (2-3) > https://t.co/YMoPNOe6AP pic.twitter.com/ieGwYNqCgB
— L'ÉQUIPE (@lequipe) February 26, 2025